"თორნიკეს დიდ მადლობას ვუხდი" - ზუროსის კომენტარი უკრაინასთან მატჩის შემდეგ

"თორნიკეს დიდ მადლობას ვუხდი" - ზუროსის კომენტარი უკრაინასთან მატჩის შემდეგ
26-11-2021, 23:50
1 663

უკრაინის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"თორნიკეს უღრმეს მადლობას ვუხდი. ქომაგებისთვის შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და საკუთარ არენაზე გავიმარჯვეთ. ამ მატჩის მოსაგებად თორნიკემ მაქსიმუმი გაიღო. საოცრად ითამაშა შერმადინმაც, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და ახლა კარგ ფორმაში იმყოფება. გვაკლდა ბევრი მოთამაშე, ბევრმა კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენ ველოდით.

კარგად ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიმავალი გზა გრძელია. ეს ის მარათონია, რომელიც ბოლომდე დახარჯვას ითხოვს.

რა თქმა უნდა, ნაკრებისთვის უდიდესი უპირატესობაა, როცა გუნდში შენგელიას დონის მოთამაშე იმყოფება. ამ დონეზე თამაშის გამოცდილება ბევრ კალათბურთელს არ გააჩნია, ამიტომ ისინი უდიდეს მუხტს იღებენ, როდესაც უცხოეთიდან ლეგიონერები გვიერთდებიან," - ბრძანა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებმა" უკრაინის ეროვნულ გუნდს დღეს დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 88:83 მოუგეს.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა ქართველებს 29 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდებათ.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები