VIDEO: ქართველი ჰალკი მთავარ გარეკანზე – ფილმის ახალი თრეილერი გავრცელდა

VIDEO: ქართველი ჰალკი მთავარ გარეკანზე – ფილმის ახალი თრეილერი გავრცელდა
26-11-2021, 13:48
120

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი ბრიტანულ ფილმში, "სამოთხის ქალბატონში" გადაიღეს. კინოსურათის გამოსვლა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო მისი რელიზი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"სამოთხის ქალბატონის" რეჟისორის სავარძელს ილაი კინგი იკავებს, ხოლო სცენარზე კი შეიხ ალ-ჰაბიბმა იმუშავა. მთავარ როლებს დენის ბლექი და რეი ფირონი ასრულებენ. ქართველი ჰალკი ტალჰა იბნ უბაიად-ალაჰის როლს შეასრულებს, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო.

აღსანიშნავია, რომ კინოპროექტის გადაღებები 2019 წელს ოქტომბერში ძირითადად თბილისში, რუსთავში და ვაზიანში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ კი ლონდონში.

"სამოთხის ქალბატონის" მთავარი გმირი ერაყელი ბავშვი ლაითია, რომელსაც დედას მოუკლავენ და ის თავშესაფარს მოხუცებული ქალის სახლში იპოვის, ის მას ფატიმას, წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის ისტორიას უყვება.

ფილმის ბიუჯეტი 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

24 ნოემბერს ფილმის ახალი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა, რომლის მთავარ ფოტოზეც “ქართველი ჰალკი” ჩანს.

"სამოთხის ქალბატონის" ჩვენება კინოთეატრებში 10 დეკემბრიდან დაიწყებენ.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები