კრიტიკა არ წყდება: "კვარაცხელიასთვის ეს აბსოლუტური გაკოტრებაა"

კრიტიკა არ წყდება: "კვარაცხელიასთვის ეს აბსოლუტური გაკოტრებაა"
25-11-2021, 14:06
1 270

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ ცუდად გამოიყურება, რის გამოც ადგილობრივი მედიის კრიტიკის ქარცეცხლშია.

რუსული გამოცემის, Championat-ის ჟურნალისტმა მიხაილ როჟდესტვენსკიმ ტურნირის პირველი წრე შეაჯამა, ქართველი გარემარბის ცუდ ფორმაზე ისაუბრა და ის "მთავარი პერსონალური ჩავარდნის" ნომინანტად გამოაცხადა.

"სპეციალური ნომინაცია კვარაცხელიასთვის. გასულ სეზონში ჩანდა, რომ პრემიერლიგას ბრილიანტი ჰყავდა, რომელიც ორი ათეული მილიონი ევროს სანაცვლოდ ევროპის ტოპ-ჩემპიონატში გადასასვლელად მზად იყო.

ზაფხულში ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, რამაც ხვიჩა დაანაღვლიანა. იმის ნაცვლად, რომ განვითარება განეგრძო და საკუთარი ფასი აემაღლებინა, საკუთარ აჩრდილად გადაიქცა, რამაც "რუბინის" შედეგებზე ძალიან იმოქმედა.

მხოლოდ 2 შედეგიანი მოქმედება 12 მატჩში - ეს გასულ სეზონთან შედარებით აბსოლუტური გაკოტრებაა.

რა თქმა უნდა, ხვიჩას გონზე მოსასვლელად შანსი კიდევ აქვს, თუმცა ასეთი გარდასახვის ნახვა ძალიან საწყენია", - წერს რუსი ჟურნალისტი.


FACEBOOK კომენტარები