TUTTOSPORT-მა ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

TUTTOSPORT-მა ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
24-11-2021, 20:22
153

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო Tuttosport-ის მიერ დაწესებული ოქროს ფეხბურთელის ჯილდო, რომელსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ ხოლმე.

"რეკორდმაისტერის" ცხრიანმა ეს პრიზი ზედიზედ მეორედ მოიხვეჭა.

"შეიძლება, ლევანდოვსკის 2021 წელს ყველაფერი არ მოუგია, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის პოლონელი მაინც ნომერ პირველი გახლდათ," - წერს Tuttosport.

გამოკითხვაში მეორე პოზიცია ჟორჟინიომ დაიკავა (ჩელსი/იტალია), ხოლო მესამე ადგილზე ლიონელ მესი (პსჟ/არგენტინა) გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონში რობერტმა ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა და ამით გერდ მიულერის ისტორიული რეკორდი მოხსნა. "ბაიერნთან" ერთად 33 წლის ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო მუნდიალი და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ევრო 2020-ს, ლევანდოვსკიმ იქ თავი 3 გოლით გამოიჩინა, მაგრამ პოლონეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩენისგან მაინც ვერ იხსნა.


FACEBOOK კომენტარები