ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით სიახლეა

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით სიახლეა
24-11-2021, 16:17
211

მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დუბლი შეუსრულა, მასთან დაკავშირებული სატრანსფერო ჭორები ისევ დაგვიბრუნდნენ.

პირველი კლუბი, რომელიც 20 წლის გარემარბით დაინტერესდა, ესპანური "ვილიარეალი" იყო და როგორც ჩანს, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ინტერესი არ დაუკარგავს.

ესპანური ElGolDigital-ის ინფორმაციით, კვარას "ესტადიო დელა კერამიკაზე" გადაბარგება მართლაც შესაძლებელია. კერძოდ, ეს იმაზეა დამოკიდებული, წავა თუ არა გუნდიდან არნაუტ დანჟუმა.

დანჟუმა "ვილიარეალს" გასულ ზაფხულს შეუერთდა. ვალენსიურ კლუბში მან უკვე 15 მატჩის ჩატარება და 7 გოლის გატანა მოასწრო, რაც იქცა იმის საფუძვლად, რომ ნიდერლანდელისადმი ევროპულ გრანდებს ინტერესი გამოეხატათ.

როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ 24 წლის ფეხბურთელი უნაი ემერის გუნდს დატოვებს, მის შემცვლელთა სიაში ერთ-ერთი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "რუბინის" მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები