კახაბრიშვილი: ‘როცა ამას აკეთებდა, მას გერმანულად დაუწყეს გინება, ხომ იცოდი, რომ ტკიოდაო"

23-11-2021, 13:00
ლაშა ბექაური რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორი გახდა, ზურაბ კახაბრიშვილის დიდი დამსახურებაა, რადგან სწორედ მან მოახერხა ახალგაზრდა ძიუდოისტის ტრავმის უმოკლეს დროში მორჩენა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა ექიმმა ტოკიოს ამბები გაიხსენა:
"ბექაური ტკივილს მართავდა - მას სჯეროდა ჩემი და მთავარი მწვრთნელის, ყველასგან იმ ენერგიას და აურას ისრუტავდა, რომელიც სჭირდებოდა.
იყო მომენტი, როდესაც ტრიპელი მტკივნეული ილეთის გაკეთებას სწორედ ლაშას დაზიანებულ მხარზე უკეთებდა, მას კი გერმანულად აგინებდნენ: "ხომ იცოდი, რომ სტკიოდა?", - მიუხედავად ამისა, შეუძლებელი იყო, ბექაურს ეს გრძნობა გასჩენოდა, რადგან მისი მხარი გაყუჩებული და გადახვეული იყო", - განაცხადა კახაბრიშვილმა.
FACEBOOK კომენტარები