VIDEO: არიიის, ლაშა დაბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ასეთ სტილში მოიპოვა


VIDEO: არიიის, ლაშა დაბრუნდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ასეთ სტილში მოიპოვა
23-11-2021, 12:56
24

დუშეთში დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი "კახის თასი".

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემაც მიიღო, მან ატაცში პირველ ჯერზე 200კგ დაძლია, შემდეგ კი 210კგ ასწია. მესამე ცდაზე ქართველმა გოლიათმა 215კგ დააფიქსირა შტანგის წონად.

ტალახაძე აკვრაშიც წარმატებულად გამოვიდა - მან ჯერ 240კგ, დაძლია, მეორე ცდაზე კი 250კგ.

საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, ლაშა ტალახაძემ საბოლოო ჯამში 24კგ ასწია - მან ორჭიდში გამოსვლაზე უარი თქვა.

იხილეთ ლაშას გამოსვლის ვიდეო:


FACEBOOK კომენტარები