როდის შედგება დვალიშვილის სატიტულო ბრძოლა - ამერიკელების პროგნოზი

როდის შედგება დვალიშვილის სატიტულო ბრძოლა - ამერიკელების პროგნოზი
18-11-2021, 13:05
1 354

ამერიკულმა გამოცემა The Daily Free Press-მა UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

გამოცემის პროგნოზით, მერაბს მალე სატიტულო ორთაბრძოლა ელის. ამაზე და უფრო მეტზე ხსენებული სტატიიდან ვიგებთ.

"მერაბ დვალიშვილი (მეტსახელად მანქანა) ოქტაგონზე ყოველი გამოსვლისას დაუნდობელი კიბორგია, რომლის სხეულიც მეტალისგან შედგება.

UFC-ში ქართველი მებრძოლების აღორძინების ერთ-ერთი მონაწილე ჯიუტი მოჭიდავე და გრეფლერია. მედგარი ნიკაპისა და მტკიცე ნებისყოფის პატრონმა მერაბმა 2019 წელს წონის ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში მეტოქე დომინანტურ სტილში დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილმა UFC-ში პირველი ორი ბრძოლა წააგო, მან ამას ზედიზედ 7 გამარჯვება მოაყოლა, სერია კი მარლენ მორაეშის ძლევით დააგვირგვინა. ამ ბრძოლაში გამოჩნდა მერაბის მთელი არსენალი: პარტერში ბრძოლის ბრწყინვალე უნარები, მძლავრი დარტყმები და რკინის გამძლეობა. ის თითქმის წაგებულ მატჩში დაბრუნდა და ნოკაუტით იმარჯვა.

მერაბის ჭიდაობა და მეტოქის დამთრგუნველი უნარები წონის ნებისმიერი ტოპ მებრძოლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მომდევნო ბრძოლაში "მანქანა" ტოპ 5 მებრძოლიდან რომელიმეს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვებს, ტიტულის პრეტენდენტთა მარაქაშიც გაერევა," - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც ხედავთ, აღნიშნულ გამოცემას მიაჩნია, რომ თუ დვალიშვილი კიდევ ერთ ორთაბრძოლას მოიგებს, მას ჩემპიონობის შანსიც გაუჩნდება.


FACEBOOK კომენტარები