კრეიგ მური: ჯერარდი რეინჯერსში შეიძლება შოთა

კრეიგ მური: ჯერარდი რეინჯერსში შეიძლება შოთა
14-11-2021, 20:49
2 665

"რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა - სტივენ ჯერარდი "ასტონ ვილას" თავკაცი გახდა.

ამასთანავე, ყოფილი გლაზგოელი, შოთა არველაძე, კვლავ უმუშევარია, ამიტომ არაა გამორიცხული, შოტლანდიურმა გუნდმა მთავარ მწვრთნელად სწორედ ქართველი დანიშნოს. "რეინჯერსის" ექს-ფეხბურთელმა, კრეიგ მურმა, ამ საკითხზე ისაუბრა:

"ფეხბურთში ცვლილებები ხანდახან მოულოდნელად ხდება ხოლმე, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყო. ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ჯენარო გატუზო, ადგილობრივი დერეკ მაკლნისი და ბოლოს, შოთა არველაძე, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მათ განვიხილავ. ვფიქრობ, "რეინჯერსის" ახალი მწვრთნელი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გახდება, თავის მხრივ კი ყველაზე მიმზიდვდელად ჯოვანის კანდიდატურაა", - განაცხადა მან.

არველაძე ბოლოს უზბეკეთში, ტაშკენტის "ფახთაქორში" მუშაობდა.


FACEBOOK კომენტარები