ბონუჩიდან კალინიჩამდე: სად არიან "ჩინური მილანის" შენაძენები ახლა

ყველას ახსოვს 2017 წელის, როდესაც მარკო ფასონემ და მასიმილიანო მირაბელიმ ტრანსფერებში 200 მილიონი ევრო დახარჯეს. ვნახოთ სად არიან ის ფეხბურთელები ახლა.
ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი") - წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ბონუჩიმ "სან სიროს" დატოვება გადაწყვიტა და კვლავ ტურინში დაბრუნდა.
მატეო მუსაკიო ("მილანი") - თავის დროზე "როსონერის" მისი ტრანსფერი 18 მილიონი ევრი დაუჯდა, თუმცა ბევრი ტრავმის გამო კლუბში ადგილი ვერ დაიმვიდრა და მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ კლუბში გადაბარგდება.
ანდრეა კონტი ("მილანი") - "ატალანტაში" საოცარი სეზონის შემდეგ, "მილანმა" სატრანსფერო ფანჯარაზე "ინტერს" აჯობა, თუმცა კონტიმ კალაბრიას ვერ აჯობა და ივარაუდება, რომ "როსონერი" მას მომავალში გაყიდის.
რიკარდო როდრიგესი ("ტორინო") - მშრომელი და სტაბილური ფეხბურთელი, თუმცა ის იმედები ვერ გაამართლა, რაც ჰქონდათ, რამაც მისი გასხვისება გამოიწვია.
ლუკას ბილია ("კარაგუმრუკი") - 19 მილიონად "მილანმა" "ლაციოს" კაპიტანი გადაიბირა, თუმცა "შავ-წითელი" მაისურით ღირებული ვერაფერი გააკეთა.
ფრანკ კესიე ("მილანი") - ახალგაზრდა აფრიკელი ნახევარმცველის ტრანსფერი უდავოდ ძალიან კარგი გამოდგა და ამჟამად გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.
ჰაკან ჩალჰანოღლუ ("მილანი") - კესიეს მსგავსად, თურქი ნახევამცველიც "როსონერისათვის" შეუცვლელია.
ნიკოლა კალინიჩი ("ვერონა") - "მილანში" აშკარად საშინელი სეზონი გამოუვიდა, რის შემდეგად მარგი ქმედების კოეფიციენტი ვერც "ატლეტიკოში" და "რომაში" გააუმჯობესა. ამჟამად კი მას შანსს "ვერონა" აძლევს.
ანდრე სილვა ("აინტრახტი") - პორტუგალიელი თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატს აშკარად ვერ მოერგო, რადგან სერია ა-ში თამაში არ გამოსდიოდა. საბოლოოდ, იგი ანტე რებიჩში გაიცვალა და ორივე მხარისათვის მისაღები გარიგება შედგა.