"ამიტომ მიყვარხარ" - შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს

"ამიტომ მიყვარხარ" - შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს
19-10-2021, 22:05
4 831

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა საცოლემ შარლოტა ელენამ თავის რჩეულს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

"შეუძლებელია, რომ შენით ამაზე მეტად ვიამაყო. მართალია, დღევანდელი საღამო ისე არ დასრულდა, როგორც გინდოდა, მაგრამ შენ საკუთარი თავით უნდა იამაყო.

უმაგრესი ხარ! ვაღმერთებ, რომ შენ მუდამ გჯერა, უკან არასდროს იხევ და ყოველთვის პოზიტივს ასხივებ. სხვების კრიტიკა შენზე გავლენას ვერ ახდენს. არასდროს მინახავს ადამიანი, რომ შენზე მეტს შრომობდეს. ამას იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ შენი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი და მკაცრი მწვრთნელი ვარ.

ყოველთვის იმის მცდელობაში ხარ, შენი გარშემომყოფები გააღიმო. გინდა, რომ ვინც გვერდით გყავდეს, ყველა კარგად იყოს. საკუთარი თავი მუდამ ბოლო ადგილზე გყავს დაყენებული. შენ ხარ იმის ნათელი მაგალითი, რომ თავდაუზოგავი შრომა და თავმდაბლობა ფასდება.

შენ განსაკუთრებული ხარ. მხოლოდ შენმა ახლობლებმა ვიცით, რამდენად გამორჩეული და რა დიდებული სულის პატრონი ხარ. ამიტომაც მიყვარხარ," - წერს შარლოტა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გუშინ ინდიან უელსის მასტერის ფინალში განიცადა მარცხი, ქემერონ ნორის წინააღმდეგ.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები