მბაპე, ჰოლანდი, სალაჰი - რომელია "რეალისთვის" პრიორიტეტული ტრანსფერი

მბაპე, ჰოლანდი, სალაჰი - რომელია "რეალისთვის" პრიორიტეტული ტრანსფერი
19-10-2021, 22:04
247

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" 'ლივერპულის" სუპერვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის დამატებით ინტერესდება.

აღნიშნულ ცნობებს დღეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ჟურნალისტი მარიო კორტეხანა გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად ეგვიპტელის მიმართა ინტერესისა, "სამეფო გუნდისთვის" პრიორიტეტულად მაინც კილიან მბაპეს ტრანსფერი და ერლინგ ჰოლანდის შესაძლო გადაბირება რჩება.

როგორც ირკვევა, სალაჰი "ბლანკოსისთვის" მესამე არჩევნია და იგი კლუბის მთავარ სამიზნეს არ წარმოადგენს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მბაპეს მადრიდში გადმობარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მას ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი ეწურება და ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან და განცხადებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის მოსაზრება, რომ კილიანი პარიზელებთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რეალობისგან შორსაა.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები