მოდრიჩმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა - ვინ არის ხორვატის რჩეული

მოდრიჩმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა - ვინ არის ხორვატის რჩეული
19-10-2021, 18:05
387

"რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთის" შესახებ გააკეთა განცხადება.

"ვნახოთ, რამდენიმე კანდიდატია. ბენზემა ერთ-ერთი მათგანია და იმედი მაქვს, ის მოიგებს. ამას იმსახურებს, ამ წელს ნაჩვენები თამაშისა და თავისი კარიერის გამო.

ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა, მოიპოვა ტიტული საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. ვიმედოვნებ, კარიმი გაიმარჯვებს", - ციტირებს 2018 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის სიტყვებს Marca.


FACEBOOK კომენტარები