ნახეთ ვის მიძღვნა თავისი ისტორიული გამარჯვება ნიკოლოზ ბასილაშვილმა - საოცრად ემოციური ჟესტი

16-10-2021, 00:54
როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანს, სტეფანოს ციციპასს ფანტასტიკური ხარისხის ჩვენებით სძლია და ნახევარფინალში ტეილორ ფრიცისა და ალექსანდრ ზვერევის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება საკუთარ შვილს მიუძღვნა და ერთ-ერთ გადამღებ კამერაზე შემდეგი წარწერა გააკეთა: "ლუკას".
ნახეთ ფოტო
FACEBOOK კომენტარები