კალაძე! აჟიოტაჟი ატყდა" - რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალ

კალაძე! აჟიოტაჟი ატყდა" - რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალ
11-10-2021, 14:46
18 189

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი თბილისის მერზე, კახა კალაძეზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მომღერლის აზრით, კალაძეს მილანში არჩვნებზე მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ხმას მეტი ადამიანი მისცემდა.

"დაახლოებით 15 წლის წინ სასტუმრო FOUR REASONS-ში გახლდით, სადაც ჩემი მეუღლე საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მე მას ველოდებოდი. სავსე იყო სასტუმრო წარმოსადეგი ხალხით, თუმცა უეცრად ყველას ყურადღება და ღიმილი ერთმა ადამიანმა მიიპყრო."

"შემოსასვლელისკენ გაიხედა ყველამ და ერთხმად შესძახეს - ოჰჰ კალააა! კალაძე! აჟიოტაჟი ატყდა. ულამაზესი წყვილი თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდნენ დარბაზში. ნამდვილი კინოკადრი იყო."

"შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უყვარდათ კალაძე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ყველა ესალმებოდა და გამოლაპარაკებას ცდილობდა კახასთან. მოკლედ, იქ, რომ ეყარა კენჭი მერობისათვის, აუცილებლად მოიგებდა. არც მეგობარია ჩემი და არც ამხანაგი, თუმცა მიხარია, რომ ასეთი მერი ჰყავს ჩვენს თბილისს.", - ვკითხულობთ მირიანაშვილის პოსტში.

FACEBOOK კომენტარები