"რუსეთის მეორე ლიგა ეროვნულ ლიგაზე უკეთესია" - ბერიაშვილი რუსულ პრესასთან

"რუსეთის მეორე ლიგა ეროვნულ ლიგაზე უკეთესია" - ბერიაშვილი რუსულ პრესასთან
8-10-2021, 14:48
1 895

ვოლგოგრადის "როტორისა" და "თელავის" ყოფილმა მცველმა ილია ბერიაშვილმა რუსულ მედიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი რუსეთის მეორე ლიგასა და საქართველოს ჩემპიონატზე საუბრობს.

"ჩემი აზრით, რუსეთის მეორე ლიგა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე უკეთესია.აქ გუნდები თანაბარი შესაძლებლობების არიან და შესაბამისად, ჩემპიონატი გაცილებით საინტერესოა.

"ვოლგოგრადში ყველაფერი მომწონს. მოხარული ვარ როტორისა და მისი გულშემატკივრისთვის რომ მიწევს თამაში. წასვლას არსად ვგეგმავ იქამდე, სანამ გუნდისთვის სასარგებლო ვიქნები. მინდა, ამ კლუბს პრემიერლიგაში დაბრუნებაში დავეხმარო", - განაცხადა ქართველმა.

ცნობისთვის, ბერიაშვილი რუსეთში გასულ ზაფხულს გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ ილიას აგენტი მამუკა ჯუღელია.

FACEBOOK კომენტარები