ვარანი: "მანჩესტერს ისეთივე მიზნები აქვს, როგორიც მადრიდის რეალს"

ვარანი: "მანჩესტერს ისეთივე მიზნები აქვს, როგორიც მადრიდის რეალს"
8-10-2021, 14:47
873

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა რაფაელ ვარანმა, მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ჩემი ტრანსფერი ხანგრძლივი პროცესი იყო. ამაზე ბევრს ვფიქრობდი, გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. რეალიდან კარგად მინდოდა წასვლა, იმიტომ რომ ამ კლუბს ყველაფერი მივეცი. ახალი გამოწვევა მსურდა, ახალი ემოციების მიღება. რაღაც ახალს ვეძებდი.

პრემიერ ლიგა ძალიან კარგი ტურნირია, ამიტომაც მომინდა აქ გადმოსვლა. ტოპ-კლუბები ბევრს ელიან ფეხბურთელებისგან, რომლებსაც იმატებენ. ვფიქრობ, რომ რეალში და მანჩესტერ იუნაიტედში ერთნაირი მოლოდინი და ზეწოლაა, ამ გუნდებში ყოველთვის უდიდესი მოთხოვნებია.

ორივე კლუბს მუდმივად გამარჯვება სურს. ფრე ან მარცხი - ნეგატივია. ემიუს ისეთივე მიზნები აქვს, როგორიც მადრიდის რეალს. ყველას გამარჯვებები სურს" - განაცხადა ვარანმა.

FACEBOOK კომენტარები