გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?

გეტყვით, რატომ დაიწყო მათ შორის დაპირისპირება" - რას იხსენებს დავითაშვილის მეუღლე?
6-10-2021, 07:31

რამ­დე­ნი­მე თვის წინ 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი და ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი. იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იტან­ჯე­ბო­და იშ­ვი­ა­თი და მძი­მე სე­ნით, ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბით. ხან­გრძლი­ვი და უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ექი­მებ­მა ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი ძალ­ზე გვი­ან, 2017 წელს დას­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნით, და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ გა­და­ი­ტა­ნა პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დით მხო­ლოდ მე­უღ­ლე, ინგა ბი­წა­ძე იყო.

სიკ­ვდი­ლის წინ გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­როს­თან მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნი ინგა აკავ­ში­რებ­და. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რამ­დე­ნი­მე უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, მათ შო­რის - ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, არა­მედ მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო და­უ­პი­რის­პირ­და. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი იყო, შე­დე­გად კი არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კოს­მა, არა­მედ მის­მა მრა­ვალ­შვი­ლი­ან­მა ოჯახ­მა არა­ერ­თი სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა.

- ჩემი ოჯა­ხის­თვის წარ­სუ­ლი უსა­შინ­ლე­სი იყო, თუმ­ცა, ვიცი, მას­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა არა­ერ­თხელ მოგ­ვი­წევს მე და ჩემს შვი­ლებს და ამას უნდა გა­ვუძ­ლოთ. ისე კი, ნელ-ნელა იმა­საც ვხვდე­ბი, რომ ის მო­რა­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ჩემ­მა მე­უღ­ლემ იცხოვ­რა, სიმ­დიდ­რედ გვექ­ცა და მო­მა­ვალ­ში ჩემი შვი­ლე­ბის საყ­რდე­ნიც გახ­დე­ბა. კო­ბას არა­სო­დეს არც სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბის­თვის უზ­რუ­ნია და არც - თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. კომ­პრო­მი­სი რომ და­ეშ­ვა, შეჰ­გუ­ე­ბო­და, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ უღირ­და. მას ერ­ჩივ­ნა, სი­ცო­ცხლეც კი ქვეყ­ნის­თვის შე­ე­წი­რა.

რა­ტომ და­ი­წყო სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ჩემი მე­უღ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა? მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო, რა­საც უამ­რა­ვი სი­ბინ­ძუ­რე და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მოჰ­ყვა. კობა გიჟ­დე­ბო­და, ქვეყ­ნის ასე­თი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­რწნა, კა­ცო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა რო­გორ უნდა ავი­ტა­ნოო და შუბ­ლით ეჯა­ხე­ბო­და ამ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბას. ვინც კო­ბას კარ­გად იც­ნობ­და, იცის, რომ ჩემს ქმარს მუშ­ტი-კრი­ვი სძულ­და, მაგ­რამ სულ მუშ­ტი-კრივ­ში ყოფ­ნა უწევ­და, რად­გან სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით სულ მისი ცემა-ტყე­პის კად­რე­ბი ტრი­ა­ლებ­და.

- რო­გორ მოხ­და, რომ კობა ისეთ ადა­მი­ანს და­უ­მე­გობ­რდა, რო­მე­ლიც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით მის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბო­და? ეს კაცი თქვე­ნი ერთ-ერთი ვა­ჟის ნათ­ლი­აც კი გახ­და.

- პარ­ლა­მენ­ტში და­მე­გობ­რდნენ. მა­შინ ორი­ვე ერთი მიზ­ნის­თვის იბ­რძო­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ დროს იდე­ე­ბით აღ­სავ­სე გახ­ლდათ და ძნე­ლი იყო იმის წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორ შეც­ვლი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა...თუმ­ცა ჩემი ქმრის გულ­ში ბზა­რი ჯერ კი­დევ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" გაჩ­ნდა, როცა ბა­თუმ­ში კო­ბას და მის რამ­დე­ნი­მე თა­ნა­პარ­ტი­ელს ას­ლან აბა­ში­ძის სპეც­რაზმმა და­სის­ხლი­ა­ნე­ბამ­დე სცე­მა, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არც გა­მო­ჩე­ნი­ლა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და ბა­თუ­მი­დან - მი­შამ ეს რო­გორ გა­ა­კე­თა, სპეც­რაზმს სა­სიკ­ვდი­ლოდ რო­გორ შეგ­ვა­ტო­ვა, მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა დავ­კარ­გეო.

იყო მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, კერ­ძოდ, ას­ლან აბა­ში­ძის პრობ­ლე­მა, რა­შიც კობა სა­ა­კაშ­ვილს სრუ­ლად ეთან­ხმე­ბო­და. რად­გან ჩემს მე­უღ­ლეს აჭა­რა­ში სის­ხლის ღვრის და­წყე­ბის ძა­ლი­ან ეში­ნო­და, სა­ა­კაშ­ვილს აბა­ში­ძის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ აყ­ვა­ნის გეგ­მაც კი შეს­თა­ვა­ზა. მა­შინ აბა­ში­ძე უცხო­ეთ­ში იყო და კო­ბას უნ­დო­და, ის დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, აე­რო­პორ­ტში უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ აეყ­ვა­ნათ. ამ გეგ­მამ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, ამას გიგა ბო­კე­რია და ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი შე­ეს­წრნენ. მაგ­რამ იმა­ვე წამს მი­შამ უც­ნა­უ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა - ტე­ლე­ფო­ნი აიღო და ას­ლან აბა­ში­ძეს და­უ­რე­კა, რო­გორც კი ჩა­მოხ­ვალ, აე­რო­პორ­ტში­ვე და­გი­ჭერ­თო!

დაპატიმრების შესახებ აბაშიძე თვითონვე გააფრთხილა?
- დიახ. კობას მუდამ უკვირდა, რომ სააკაშვილს, უცნაური ქცევის მიუხედავად, უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა. ამბობდა, ეს კაცი გამუდმებით ტყუის და როგორ შეიძლება, ამდენი მიმდევარი ჰყავდესო! კობა ოჯახს არ ეკუთვნოდა, სულ გარეთ იყო, სულ საფრთხე ემუქრებოდა, მე კი დაძაბულობისაგან ვკვდებოდი, რაც ბავშვებზეც მოქმედებდა.

ჯერ კიდევ 2004 წელს მოუწყვეს აჭარაში პირველი ტერაქტი: ბათუმში სამუხრუჭე ღვედები გადაუჭრეს. ავტომანქანა ჩემი ძმის იყო, რის გამოც კობა გულდასმით ათვალიერებდა ხოლმე და ამან გადაარჩინა: მაშინაც ჩემს ძმას დაურეკა, რაღაც მანქანა არ მომწონსო. ჩემმა ძმამ უთხრა, ნელა იარე და გახსოვდეს, მუხრუჭი არ იხმაროო. ქუთაისში ჩამოყვანილ ავტომანქანაში უკვე ჩემმა ძმამ ნახა, რომ სამუხრუჭე ღვედები იყო გადაჭრილი.

- ესე იგი, სასიკვდილოდ გაწირეს...
- რა თქმა უნდა და არაერთხელ. ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც...
მახსოვს, 2006 წლის ივნისში, დილის 8 საათზე უცნობმა მამაკაცმა დამირეკა, კობა როდის გამოდის სახლიდან, სალაპარაკო მაქვსო. ვკითხე, ვინ ბრძანდებით-მეთქი და, მეგობარი ვარო. კი ვუთხარი, მეგობარი რომ იყოთ, გეცოდინებოდათ, რომ კობა ამ დროს სახლიდან არ გადის-მეთქი...
ცოტა ხანში მეზობლებმა ეზოში ვიღაც უცნობი ახალგაზრდა დაინახეს, რომელმაც ღამე ეზოში გაატარა და დღისითაც იქ იყო. რამდენიმე დღე ასე რომ გაგრძელდა, მერე მივიდნენ და ჰკითხეს, აქ რა გინდაო. ის გაიქცა, მაგრამ ჩანთა დაუვარდა, სადაც მეზობლებმა იარაღი და კობას ფოტო იპოვეს. ბავშვიც ხომ მიხვდება, ამ კაცს ან კობას ფოტო რაში სჭირდებოდა, ან - იარაღი. ცოტა ხანში ამ ფაქტზე ფორმალურად საქმე აღიძრა და ამ პიროვნების ვინაობაც გაირკვა. ის 25 წლის გიორგი კურტიევი იყო, ქალაქ ორჯონიკიძიდან, დედით - ქართველი, მამით - ოსი, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ის, რა თქმა უნდა, კილერად არ მიუჩნევია­ და გაუშვეს იმ მოტივით, რომ ჩვენს ეზოში შემთხვევით მოხვდა. თუმცა კობა ამბობდა, არა მგონია, გაეშვათ, სავარაუდოდ, მოკლესო, 2018 წელს "რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილმა არხეინად განაცხადა, ვინმე გიორგი კურტიევი ჩემმა ხელისუფლებამ კი არა, რუსეთმა მიუგზავნა კობას მოსაკლავადო.

- რატომ უნდა დასჭირვებოდა რუსეთს კობას სიკვდილი?
- არ ვიცი, აქ ლოგიკა არ არის, სამაგიეროდ, ვიცი, რატომ უჩვენა სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელევიზიით ფარული ჩანაწერები ამ მკვლელობის მცდელობამდე ორი კვირით ადრე - სურდათ, მისთვის ჩირქი მოეცხოთ და გაეტეხათ, რასაც, ნაწილობრივ, მიაღწიეს კიდეც...

- თუ არ ვცდები, ეს კაფეს ჩანაწერები იყო, სადაც კობა დავითაშვილი პარტიის შემოწირულობისთვის კერძო პირისაგან­ 150.000 დოლარს ითხოვს, სანაცვლოდ კი საკრებულოს სიაში ადგილს ჰპირდება, თუმცა პარტიებისთვის ასეთი შემოწირულობები დღეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება.
- ეს კანონის საწინააღმდეგო არც მაშინ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფაქტებს არ მივესალმები
მედიით ხალხის წინაშე ასეთი შეჩვენება ადამიანს კლავს. ამ ამბავმა კობაც გაანადგურა. ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდა. არადა, ფარული ჩანაწერების გაკეთება კანონით აკრძალული იყო. ამქვეყნად არაფერი მეგულება ამაზე საზიზღარი, თუმცა ეს დღემდე გრძელდება. სხვათა შორის, 2018 წელს ისევ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სააკაშვილმა ამ საქმეში ხელი ვანო მერაბიშვილს დაადო - ჩინეთში ვიყავი, როდესაც ვანომ დამირეკა და მომახსენა, რომ კობა დავითაშვილი უახლოეს ხანში პოლიტიკურ ლეშად იქცეოდა, მე კი ტელეფონი გავთიშე, რადგანაც რუსეთი გვისმენდაო.

- ანუ არ დავუშალეო?
- რატომ დაუშლიდა, როცა ამ ჩანაწერებმა კობა გაანადგურა! ეს ამბავი უფრო მძიმე იყო მისთვის, ვიდრე ხელკეტებით ცემა 2007 წლის 7 ნოემბერს, თუმცა მისი განუკურნებელი დაავადებისთვის მაპროვოცირებლად იქცა. ჩემი მეუღლე იმ დღეს ელიავას ბაზრიდან გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს.
ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაშინ კობას სურდა, რიყეზე დარბეულ და შეურაცხყოფილ ხალხთან ესაუბრა, რისთვისაც მეგაფონი სჭირდებოდა. სწორედ მის შესაძენად წავიდა ელიავაზე. დაუშალეს, მაგრამ არ დაიშალა. ხალხმრავალ ადგილებს იმ დღეს ადეიშვილი აკონტროლებდა. სპეცრაზმმა კობა იცნო, გამვლელ "მარშრუტკაში" შეაგდო და თბილისიდან წაიყვანეს, გზაში კი სულ სცემდნენ. კობა ამბობდა, ამის შემხედვარე "მარშრუტკის" მძღოლი ტიროდა და იხვეწებოდა, ოღონდაც ნუ მოკლავთო. ასე ცემით ჩაიყვანეს იგოეთამდე, იქ გადმოიყვანეს და ცემა განაგრძეს. კასპის რაიონი კობას მშობლიური კუთხეა. არ ვიცი, როგორ შეძლო, მაგრამ ამოულუღლუღია, ბიჭებო, რას შვრებით, მამულში მკლავთო? და გულში "მამაო ჩვენო" დაუწყია. ამ სიტყვებზე თავდამსხმელებმა ცემა შეწყვიტეს და ხელებიც გაუხსნეს. ერთს ისიც უთქვამს, არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ გვავალებენო. მერე ამ ხალხმა სადღაც დარეკა და ვიღაცის ბრძანებით კობა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. იქ გასისხლიანებული ადამიანი, გაჩეხილი თავით, საათ-ნახევარი უპატრონოდ ეგდო, ვიდრე ერთმა სანიტარმა ტელეფონი არ მიუტანა თბილისში დასარეკად. მოგვიანებით ამ სანიტარს ჰკითხეს, როგორ გარისკე, ოთხი შვილის დედა ხარ და არ შეგეშინდაო? მან კი მიუგო, ერთხელ უკვე გავრისკე, როდესაც ქმარი აფხაზეთში გავუშვი და იქ მოკლეს, მეორედ გარისკვა არ გამჭირვებიაო.

ერთი ამბის ატეხის შემდეგ დასახიჩრებული კობა დამიბრუნეს. გადაჩეხილ თავს რომ ვბანდი, აბაზანა ტალახით აივსო - ცემის დროს ტალახში იყო ნათრევი, თუმცა მას ეს მორალურად არ განუცდია, პირიქით, კობასნაირი ადამიანები ამაყობენ ღირსებისა და პატიოსნებისთვის გაღებული მსხვერპლით, მაგრამ ის რკინა არ იყო და ასეთი ფიზიკური ძალადობა მისმა სხეულმა ვერ აიტანა. სწორედ მაშიIნდელმა ტრავმებმა გამოიწვია ბეხტერევის დაავადება, რომელმაც შეიწირა კიდეც. ამ დაავადების შესახებ ჩვენმა მედიცინამ ბევრი არაფერი იცოდა, თორემ ყველაფერს გავაკეთებდი მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. დიაგნოზი ძალიან დაგვიანებული იყო.

- კობა ბოლომდე იბრძოდა უზნეობის წინააღმდეგ, ვიდრე არ ჩავარდა, მაგრამ საოცრად მშვიდად ეკიდებოდა განუკურნებელ სენს. ერთ-ერთ ჩანაწერში ისე მშვიდად ამბობს, ეს ყველაფერი 2007-მა წელმა დამმართაო, რომ განცვიფრებას იწვევს.
- დიახ, სულ იბრძოდა, სანამ არ ჩავარდა. ბოლო ბრძოლა მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაიტანა. კინაღამ გაგიჟდა, სასამართლოში სარჩელიც შეიტანა - ეს როგორ შეიძლება, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვესო. ინფარქტიც სწორედ ამ დროს მიიღო, თორემ ცოტა ხნით ადრე გული გამოვიკვლიეთ და სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა. ამის შემდეგ რაღაც უცნაურად მოიკრიბა ძალა და ოთხი თვის განმავლობაში სულ სხვანაირად იყო - თითქოს ყველას ემშვიდობებოდა. ბოლოს ისეთმა დეპრესიამ შეიპყრო, ჩემ გარდა არავის იკარებდა. სამყაროსთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი მე ვიყავი.

- ვის აპატია მისთვის მიყენებული ტკივილები და ვის - არა?
- ყველას აპატია, გარდა სააკაშვილისა, რომელიც არასოდეს მიუჩნევია პირად მტრად. მისთვის სააკაშვილი ქვეყნის, მომავლის, ზნეობის დამანგრეველი იყო. სხვები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ამბობდა, ეგენი არავინ არიან, რასაც მიშა დაავალებს, იმას გააკეთებენო. კობას ბოლო სურვილი სოფლად წასვლა და იქ ცხოვრება იყო, მაგრამ ვეღარ შეძლო. ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - ჩემს ქმარს ერთი სიცოცხლე ჰქონდა და ისიც თავის ქვეყანას აჩუქა, მისი ზნეობის, ტრადიციებისა და მომავლის შენარჩუნებას! მისი სიკვდილი ჩვენთვის ტრაგედია იყო, მაგრამ მისი სიცოცხლე დღეს სიამაყედ გვექცა. კობას სახელის ხსენებისას ჩემი შვილები ყველგან ისეთ საოცარ მადლიერებას აწყდებიან, წელში გამართული არიან.

წყარო: კვირის პალიტრა

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები