დვალიშვილი: “ვალი ცხოვრებაში არ მქონია. როცა მეგონა დიდი ფული ვიშოვე, მაშინ...

დვალიშვილი: “ვალი ცხოვრებაში არ მქონია. როცა მეგონა დიდი ფული ვიშოვე, მაშინ...
26-09-2021, 14:55
14 995

მერაბ დვალიშვილი 2020 წელს, ლიდერსპორტთან საუბრის დროს UFC-ში ანაზღაურების თემას შეეხო.

"ორი წლის წინ, როდესაც ჩემი ჩხუბი საუკეთესოდ დაასახელეს და ბონუსი გადმომცეს მეგონა, რომ მორჩა, უკვე ავშენდი."

"მუშაობასაც დავანებე თავი. დავიწყე ამ თანხის გამოყენება. მოხდა ისე, რომ რამდენიმე თვე არ დამენიშნა ბრძოლა. ვალი ცხოვრებაში არ მქონია და ამ დროს, როცა მეგონა, რომ დიდი ფული მქონდა, წავედი მინუსებში."

"რაც შეეხება ფინანსურ ანაზღაურებას ბრძოლიდან. 10000 ჩხუბში, 10000 მოგებაში. პირველი მარცხის გამო მხოლოდ 10 ათასი ავიღე. გადავიხადე გარკვეული გადასახადები, ვიყიდე მანქანა და სულ ეს იყო."

"მეორე ბრძოლაში უფრო მეტი ავიღე, თუმცა, მწვრთნელებს უფრო მეტი ვაჩუქე, მენეჯერსაც, ხარჯებიც გაიზარდა შესაბამისად."

"მოსკოვში ჩხუბის შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდა დავლოდებოდი ახალ ბრძოლას და მეზრუნა ჩემს ფინანსებზე. სწორედ ამიტომ გავაგრძელე მუშაობა."

"ახლა უკვე შედარებით ნორმალურად ვარ და აღარ არის საჭირო იმდენად მუშაობა." - აცხადებდა მერაბი.

ამის შემდეგ მერაბი უფრო მაღალი დონის, ელიტურ მებრძოლად ჩამოყალიბდა. რეიტინგის მე-6 ნომერის დამარცხებისთვის ქართველმა "მანქანამ" $136,000 გამოიმუშავა.

FACEBOOK კომენტარები