"ქართველები განსხვავებული ჯიშის არიან" - რას წერენ უცხოელი ქომაგები დვალიშვილზე

"ქართველები განსხვავებული ჯიშის არიან" - რას წერენ უცხოელი ქომაგები დვალიშვილზე
26-09-2021, 14:11
3 405

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გასულ ივენთზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მან ამჯერად ბრაზილიელო მარლონ მორაეში დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რაუნდში მერაბი ნოკდაუნში იყო, მან ამ ვითარებიდან გამოძრომა მოახერხა და საბოლოო მისთვის სასურველი შედეგი დააფიქსირა.

გთავაზობთ, უცხოელი ქომაგების გამოხმაურებას.

"ქართველი მებრძოლები განსხვავებული ჯიშის არიან. საოცრება მერაბ დვალიშვილისგან"

"მერაბს დიდი გული აქვს. მას შეეძლო მარტივად დანებებოდა მეტოქეს, თუმცა ბრძოლა განაგრძო. პატივისცემა მას."

"მერაბს უფრო მაგარი ძრავი აქვს, ვიდრე კანტეს"

"ეს იყო ერთ-ერთი საოცარი ბრძოლა, რაც კი ბოლო წლებში მინახავს. უბრალოდ სიგიჟე დვალიშვილისგან"

FACEBOOK კომენტარები