კარგი ამბავი ნონა გაფრიდანშვილის დავაში. საქმეში ჯონი დეპის ადვოკატი ერთვება

კარგი ამბავი ნონა გაფრიდანშვილის დავაში. საქმეში ჯონი დეპის ადვოკატი ერთვება
20-09-2021, 15:28
13 329

მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილისა და „ნეტფლიქსის“ დავა სასამართლოში გრძელდება.

კომპანია BLB-ის მმართველი დირექტორი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ საქმეზე მოსამართლე უკვე დანიშნულია და ნონა გაფრინდაშვილს ძლიერი პარტნიორი იურისტები დაიცავენ. ერთ-ერთი ასეთია ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ საქმეში ჯონი დეპს იცავს.

ამის შესახებ კახა შარაბიძემ „დილის პალიტრის“ გადაცემაში ისაუბრა.

„ნეტფლიქსი“ არის ყველგან და აქ საინტერესო იყო იურისდიქციის შერჩევა. კალიფორნიაში მდებარე მისი სათავო ოფისი, ჩვენი აზრით, საუკეთესო ადგილი იყო. შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და მეორე გახლავთ ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში ჩართული და წარმოადგენს არაერთ სელებრითის.

სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ქალბატონ ნონას ძალიან მძიმეწონიანი იურისტები ჰყავს ირგვლივ. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ ქალბატონი ნონას სტილში ვაპირებთ შეტევას“,- ამბობს კახა შარაბიძე.

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.“

FACEBOOK კომენტარები