"აი ამ ჩემ ფეხებს, თუ ნეტფლიქსის სცენარისტებმა ეს დეტალები გამაზეს", - ტორესა მოსი ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს ეხმაურება

"აი ამ ჩემ ფეხებს, თუ ნეტფლიქსის სცენარისტებმა ეს დეტალები გამაზეს", - ტორესა მოსი ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს ეხმაურება
19-09-2021, 10:48
9 447

ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ, – ასე ეხმიანება მწერალი ტორესა მოსი ნონა გაფრინდაშვილის მიერ სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ბევრი აზრი მოვისმინე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე, მაგრამ მე სხვა კუთხიდან შევხედე. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება რაღაც აკეთეთ, მთელი ცხოვრება მიუძღვენით ერთ კონკრეტულ საქმეს და ამ საქმეში გახდით საუკეთესო. ამ დროს, ვიღაც იღებს სერიალს და ამ სერიალში, ერთია რომ წარმოსახვით პერსონაჟს გადარებთ და ამბობს, რომ ის გამოგონილი პერსონაჟი უფრო მაგარია, ვიდრე თქვენ, მაგრამ მეორეა რომ ამას იმის ხარჯზე აკეთებს, რომ თქვენს მიღწევებს პრაქტიკულად ანახევრებს. სერიალს 68 მილიონმა ადამიანმა უყურა გამოსვლიდან ორ კვირაში და ჯამში ას მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვენს შესახებ გაიგო რომ ხართ რუსი, რომელიც არ ხართ და ამავდროულად, ფიქრობს რომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რაც მართლა გააკეთეთ.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ საბჭოთა კავშირში ყველას რუსად მოიხსენიებდნენ. არც ესაა არგუმენტი. რეალურად საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელმწიფოთა კავშირში. ფილმში რომ ეთქვათ საბჭოთა, ვერაფერს იტყოდი, რადგან ყველა ვინც ამ კავშირში შედიოდა საბჭოთა მოქალაქე იყო, მაგრამ რუსი ეთნიკურ წარმომავლობას ნიშნავს და ფაქტობრივი ტყუილია იმ მოცემულობაშიც კი, რომელშიც მოგიწია ცხოვრება. და აი ამ ჩემ ფეხებს, თუ ნეტფლიქსის სცენარისტებმა ეს დეტალები გამაზეს.

და საკითხს არ ჩაუღრმავდნენ მაშინ, როცა რეალურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და რეალური ადამიანის ბიოგრაფიას ეხებოდნენ. და კი, ნეტფლიქსაც შეიძლება ჰყავდეს სირი სცენარისტები, რომლებიც კარგ სცენარს წერენ, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩებათ.


შესაბამისად, დასკვნა ასეთია, რომ ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ. იმსახურებთ თუ არა, რომ ფაქტობრივი ტყუილის შემცველი მომენტი სათანადოდ შეიცვალოს ან საერთოდ ამოიჭრას? იმსახურებთ. ცალსახად იმსახურებთ.

და ბოლოს, ძალიან ცუდია თუ დასავლურ სამყაროში ყველას ერთიანად რუსებად აღგვიქვამდნენ. ეს მაშინაც ფაქტობრივი შეცდომა იყო, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ გვქონდა, მაგრამ რატომ არ უნდა ვაიძულოთ იმის აღიარება დღეს, რომ მექანიკურად აღარ მიგვათვლიდნენ რუსებს, თუნდაც წარსულში? ჩვენი ამოცანა მათ შორის იმის დამტკიცებაცაა, რომ ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი საკუთარ იდენტობაზე და დიახაც ვალდებულები არიან თუ არ ამბობენ საბჭოთა მოქალაქეს და აქცენტს ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ, მოგვიხსენიონ იმად, ვინც ვიყავით და ვინც ვართ”,- წერს ტორესა მოსი.

FACEBOOK კომენტარები