იუმორით შეხვდა სამინისტროში ვიზიტისას ჩვენს კოკროჭინა ლიფტს – თეა წულუკიანმა ქართველ „ჰალკს“ უმასპინძლა

იუმორით შეხვდა სამინისტროში ვიზიტისას ჩვენს კოკროჭინა ლიფტს – თეა წულუკიანმა ქართველ „ჰალკს“ უმასპინძლა
19-09-2021, 01:02
1 781

მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, საამაყო ლევან საგინაშვილი, იუმორით შეხვდა სამინისტროში ვიზიტისას ჩვენს კოკროჭინა ლიფტს, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქართველი „ჰალკის“ სამინისტროში ვიზიტს.

.

„მადლობა მას, რადგან, როგორც წესი, ეს ლიფტი მხოლოდ ნეგატივთან ასოცირდება. ის ერთადერთი საშუალებაა შენობის სართულებზე მოსახვედრად და მასში ეტლი არ ეტევა, თუ ბორბალს არ მოხსნი ან როგორღაც გვერდულად არ მოათავსებ. ამიტომაც, ჩვენ ახლა ვქმნით რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სამინისტროს შენობა ადაპტირებული უნდა გახდეს შშმ პირებისათვის. არაერთი მათგანის ვიზიტისას ჩავვარდნილვართ უხერხულ მდგომარეობაში,“ – წერს თეა წულუკიანი.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები