უმძიმესი შემთხვევა - ახალგაზრდა ძიუდოისტი დანით მოკლეს

უმძიმესი შემთხვევა - ახალგაზრდა ძიუდოისტი დანით მოკლეს
18-09-2021, 13:13
3 385

უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი წარმომადგენელი კამოლიდინ რასულოვი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა. უზბეკი სპორტსმენი ტაშკენტში მომხდარ ჩხუბს შეეწირა.

როგორც ირკვევა, 29 წლის სპორტსმენი ინციდენტს ადგილზევე შეეწირა. წინასწარი ინფორმაცით, დამნაშავე ასევე სპორტსმენია, რომელსაც თავისუფლების 10-15 წლით აღკვეთა ემუქრება.

გავრცელებული ცნობების თანახმად, კონფლიქტის მიზეზი აწ უკვე გარდაცვლილის მიერ მიცემული არასწორი რჩევა გახდა. რასულოვმა მას ვიტამინების მიღება ურჩია, რომელმაც დამნაშავეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესა.

ცნობისთვის, რასულოვი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში 34-ე ადგილს იკავებდა.

FACEBOOK კომენტარები