მამარდაშვილი ესპანელებმა დაიწუნეს - ქართველი მეკარე კრიტიკის ობიექტი გახდა

მამარდაშვილი ესპანელებმა დაიწუნეს - ქართველი მეკარე კრიტიკის ობიექტი გახდა
14-09-2021, 00:15
903

ნაკრებში არადამაჯერებელი მატჩის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში მაინც მოხვდა, თუმცა მან არც თუ ისე დამაჯერებელი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

Sofascore-ს მიხედვით, ის მეორე ყველაზე დაბალრეიტინგული ფეხბურთელი იყო - მამარდაშვილის თამაში მხოლოდ 6.5 ბალით შეფასდა.

მეტიც, Plazadeportiva მამარდაშვილს მხოლოდ 4 ქულით აფასებს.

"გოლის მომენტში მას გუნდის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. "ვალენსია" ამის გამო არ დასჯილა", - წერს აღნიშნული ტაბლოიდი.

FACEBOOK კომენტარები