"ჩემს თვალწინ გაგიჩერდა გული, ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი იწყება", - გარდაცვლილი ფეხბურთელის და ემოციურ განცხადებას აკეთებს

"ჩემს თვალწინ გაგიჩერდა გული, ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი იწყება", - გარდაცვლილი ფეხბურთელის და ემოციურ განცხადებას აკეთებს
11-09-2021, 23:47
1 316

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის და მარიამ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენი პირველი შეხვედრა მახსოვს, პატარა იყავი, დაჭყანული და გაკვირდებოდი კარგად, აწითლებული, ლურჯ პლედში იყავი გახვეული, მერე გაბრაზებდი, არ მომწონდი, რადგან ყველაზე დიდი ყურადღება შენ გქონდა, ამიტომ ძალით გატირებდი, რომ

მაგრამ გავიზარდეთ, გავიცანით ერთმანეთი, როგორც მარიამმა და ვახომ და საუკეთესო მეგობრები გავხდით. მთელი ჩემი ბავშვობა, ყველა საუკეთესო მოგონება შენ ხარ. ფეხბურთი როცა შეგიყვარდა მეც შევიყვარე რადგან შენთან ერთად ვყოფილიყავი სულ. მერე უფრო გავიზარდეთ, ყველაფერი იცვლებოდა, ჩვენი ინტერესები, ადამიანები ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ არასდროს. არ ვიცი საერთოდ რას ვწერ და რას ვლაპარაკობ. მაგრამ შენი რჩევები ყოველთვის საუკეთესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის საუკეთესო მეგობრები ვართ. ამიტომ არის მარი და ვახუნა ყველაზე განსაკუთრებული და-ძმობა რომ არ ვყოფილვართ ერთმანეთის მხოლოდ და-ძმა, საუკეთესო მეგობრები და უფრო მეტი.

დღეს ჩემს თვალწინ გაგიჩერდა გული, ორჯერ ჩემს გარეშე, ალბათ კიდევ იმიტომ სცადე რომ მე მომესწრო შენთან, მაგრამ იმედია არ გტკივა, აღარ გტკივა და ეს ტანჯვა შენთვის დასრულდა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი იწყება.

არ მჯერა რომ როცა დამიჯდებოდი და მეტყოდი „აუ მარიკა ამარჩევინე რა ფოტო რომელი დავდო” და მე სულ ვწუწუნებდი, ნეტა ისევ ამ ფოტოებს ვარჩევდეთ და არა იმას, რისი არჩევაც ახლა გვიწევს. ეს ფოტოც ხო მაშინ გადაგიღე როცა უამრავჯერ იპოზიორე, მე შენი ცხვირი ისევ ვერ გამოვაჩინე იმ რაკურსით რომელიც შენ გინდოდა, ახლა აღარ იბუზღუნებ, ეს ასე რატომაა.

იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვინც იცის მარი, იცის რომ ვახო ჩემი სამყაროა. არა იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით, მაგრამ საუკეთესო და-ძმობა გვაქვს ვახო. მაპატიე რომ აპარატზე როცა იყავი შეერთებული და ნეკა თითის პირობა დავდეთ რომ საავადმყოფოდან შენი ფეხით გახვიდოდი. მაპატიე რომ გეშინია და მარტო ხარ. მაპატიე რომ შენთანაც კი ვერ გამოვდივარ და ვერ ვბედავ, შენთან მოსვლას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს იქნები, ისეთი ანგელოზი ხარ, ისეთი კარგი რომ ალბათ უკეთეს ადგილას წახვედი. არადა რომ გხედავდი რომ მიდიოდი, გეხვეწებოდი მეც წამოვალთქო. რადგან სულ შენთან ყოფნა მინდოდა და მინდა.

დაგვპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ამ დღის მერე კარგად აღარაფერი იქნება. მიყვარხარ და მენატრები ჩემო პატარა ანგელოზო. ჩემო ღიმილა, ჩემო პაწაწუნა, ჩემო ლამაზო, ჩემო თვალებბრიალა, ალბათ ვახოს გარეშე ყოფნას ვერასდროს ვისწავლი, მაგრამ იმედია იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები. თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო, არ გიბრაზდები. rest in the peace my little winter bear “, – წერს მარიამ ჩარკვიანი.

FACEBOOK კომენტარები