არველაძემ ვეღარ მოითმინა - "ვიღაცებს მისამართი ეშლებათ ან ვერ ხვდებიან სად არიან"

არველაძემ ვეღარ მოითმინა - "ვიღაცებს მისამართი ეშლებათ ან ვერ ხვდებიან სად არიან"
9-09-2021, 22:50
1 354

როგორც მოგეხსენებათ, გასულმა სანაკრებო ბატალიებმა საქართველოს ნაკრებისთვის საშინლად ჩაიარა. ჩვენი ქვეყნის ნაკრები 3-ვე მატჩში დამარცხდა, გაიტანა ერთადერთი და გაუშვა 9 გოლი.

საქართველოს ნაკრების საშინელ შედეგებს გამოეხმაურა ყოფილი ფეხბურთელი აჩი არველაძე, რომელმაც საკუთარ განცხადებაში ნაკრების მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

"ალბათ პირველად ვიქნები ასეთი კატეგორიულად განწყობილი - მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როდესაც ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება ამდენი ფეხბურთელის დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო თამაშებში?

განცდა მქონდა, რომ ეს გუნდი შეკრებაზე იყო წასული და არა ოფიციალური ან ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად. რას ემსახურება ყოველ 3 დღეში 10-10 ფეხბურთელის ცვლა ძირითად შემადგენლობაში და საერთოდ, რა პრინციპით ხდება ანტაქტიკის და სტრატეგიის დაგეგმვა, ან ფეხბურთელების შერჩევა კონკრეტული მატჩისთვის? სამივე მატჩში გამოჩნდა, რომ პოზიციების მიხედვით, ფეხბურთელების უმეტესობას ერთმანეთთან ბმა არ ჰქონიათ.

ჩემთვის წარმოუდგენელია ნაკრებში არ მოიძებნოს ჯანმრთელი თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან შენგელიას ადგილი. ალბათ ხვდებით, რომ აქ მხოლოდ სანიოლის პრობლემაზე არ ვსაუბრობ და მხოლოდ მისი დადანაშაულება არასწორიც არის. საკუთარი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ, ასე თამაში უბრალოდ არ შეიძლება, - განაცხადა არველაძემ.

FACEBOOK კომენტარები