რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ზე მოპოვებული გამარჯვებებით


რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ზე მოპოვებული გამარჯვებებით
3-09-2021, 00:06
426

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა.

ქართველი სპორტსმენი მეორე წრეში ამერიკელ მაქსიმ კრესის დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ მარტივად, 3 სეტში დაამარცხა.

პირველი რაუნდის დაძლევის შემდეგ ნიკოლოზმა 115,000 დოლარი მიიღო, ახლა კი მორიგი ეტაპის გავლისთვის 65,000 დოლარით დაჯილდოვდა.

ცნობისთვის, წლევანდელი ამერიკის ღია პირველობაზე სარეკორდო საპრიზო ფონდია. ჯამური თანხა 57,5 მილიონია, რომელიც სხვადასხვა მოთამაშეზე გადანაწილდება, გამარჯვებული კი, არც მეტი და არც ნაკლები, 2 500 000$-ს მიიღებს.


FACEBOOK კომენტარები