პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
24-01-2021, 15:56
252

სტეფანო პიოლიმ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"კარგად დავიწყეთ, ბევრი მოთამაშე შეტევაში იყო ჩართული. სამწუხაროა, რომ გოლი სწრაფად გავუშვით, რომელსაც შემდგომ მეორე გოლიც მიჰყვა, რამაც თამაში ჩაკეტა. დრო გვქონდა, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვერ შევძელით.

ამ საღამოს "ატალანტა" უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენ. წაგებაც შესაძლებელია ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. მეორე გოლმა რწმენა დაგვაკარგვინა.

სერია ა ძალიან კონკურენტუნარიანი და რთული ლიგაა. ისევ ცხრილის სათავეში ვართ და ჩვენი სიტყვის თქმა გვსურს.

ვფიქრობ, რომ "იუვენტუსთან" და "ატალანტასთან" მატჩი სირცხვილისა და თავის დახრის საფუძველს არ გვაძლევს. ისინი მაღალ დონეზე ასპარეზობენ. "ატალანტა" ფიზიკურად უფრო კარგად გამოიყურებოდა, იგებდნენ ყველა დუელს და მეორე ბურთიც მათი იყო.

ჩვენ ამ მარცხს გავაანალიზებთ და ვეცდებით დავინახოთ თუ რა ასპექტებში უნდა განვითარდეთ და ვკონცენტრირდეთ შემდეგი მატჩისთვის. ახლა ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია და კონკრეტულად სად გვჭირდება პროგრესირება."

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი "შავ-წითლებს" 30 იანვარს სტუმრად "ბოლონიას" წინააღმდეგ ელის.

FACEBOOK კომენტარები