ლოქდაუნის დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება ცნობილია – რაზე იმსჯელეს 3 აგვისტოს

ლოქდაუნის დაწესებაზე საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება ცნობილია – რაზე იმსჯელეს 3 აგვისტოს
4-08-2021, 00:01
941

3 აგვისტოს საქართველოს 4 827 ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი ჰყავს, ეს იმ საგანგაშო სტატისტიკის გაგრძელებაა, რომელსაც მეოთხე ტალღის სავარაუდო პიკს უკავშირებენ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ და დასძინა:

„რა თქმა უნდა, პირბადე ისევ არის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ასე რომ, ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაცია ყველა მოქალაქესთან არის ის, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ისინი მეტი შეზღუდვის მომხრეები არიან, თუმცა, მანამდე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ერთადერთი გამოსავალია.

„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების იმიტომ, რომ სამწუხაროდ, შვედები არ ვართ. შვედისთვის 2-მეტრიანი დისტანცია კი არა, 3-მეტრიანი ცხოვრების ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე ასე დგანან. სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს ნორმა არ არის. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე ვართ. დღეს გამოსავალი აცრაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კვლავ ორჯერადად აცრილი ადამიანებისთვის მისაცემ პრივილეგიებზე საუბრობს.

„ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.

„განსაკუთრებით ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში, ამავე დროს თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს. აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესიტვალები და ა.შ. ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ინდიკატორით, ეს გახლავთ ინციდენტობის ინდიკატორი, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე არის ყველა იმის საფუძველი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში. რთული პერიოდია, ზაფხულის პერიოდია და დავიცვათ ის, რაც დღეს დაწესებულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

„თუკი ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს. განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ყველანაირ თავშეყრის ადგილებზე.

ასევე, ჩვენ საბჭოზე შევედით ინიციატივით, რომ ყველანაირ შეკრებაზე, ადამიანები მხოლოდ ორჯერადად აცრის შემთხვევაში იყვნენ დაშვებულები. თუ ყველაფერი ეს არ იქნა აღსრულებული, მაშინ იქნება წინადადებები ქვეყანაში სეროზული შეზღუდვების შემოღებაზე.

დღეს უკვე, ყველა პარამეტრი იმის საფუძველია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები. რთული პერიოდია და გარკვეულად ისევ მოწოდება გვექნება მოსახლეობისადმი, რომ დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.


FACEBOOK კომენტარები