რატომ თქვა უარი პლესნოიმ უკრაინის სახელით გამოსვლაზე

რატომ თქვა უარი პლესნოიმ უკრაინის სახელით გამოსვლაზე
2-08-2021, 00:36
3 594

წარმოშობით უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ საქართველოს დელეგაციას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე რიგით მეხუთე მედალი (ბრინჯაო) მოუპოვა.

24 წლის სპორტსმენი წლებია, რაც ჩვენს ღირსებას იცავს. ამასთან დაკავშირებით მან უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„უკრაინაში სპორტსმენებს სათანადო პირობებს არ უქმნიან. იქაურ ძალოსნობის ფედერაციასთან ძალიან დიდი კონფლიქტი მომივიდა, რის გამოც გადავწყვიტე, სხვა ქვეყნის სახელით მეასპარეზა. მიუხედავად ამისა, ჩემს მშობლიურ მიწაწყალს არ ვივიწყებ - უკრაინა ძალიან მიყვარს, თუმცა საქართველოს დიდ მადლობას ვუხდი, რომ შანსი და შესაძლებლობა მომცა. ჩემთვის, უკრაინაც და საქართველოც მშობლიურია, თუმცა ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა ოლიმპიადაზე ვერც მეასპარეზა," - განაცხადა ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ მან გუშინ ძალოსნობის 96კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ტრავმირებული ფეხით მოიპოვა.

FACEBOOK კომენტარები