რეკლამა

“მიჰყევი შენს ოცნებებს” – კარგ ხასიათზე მყოფი ტედი რინერი ლაშა ბექაურს ესაუბრა (ვიდეო)

“მიჰყევი შენს ოცნებებს” – კარგ ხასიათზე მყოფი ტედი რინერი ლაშა ბექაურს ესაუბრა (ვიდეო)
30-07-2021, 19:06
916

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა ინტერნეტსივრცეში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი, თავის ახალგაზრდა კოლეგას, ლაშა ბექაურს.

"მიჰყევი შენს ოცნებებს," - სწორედ ეს გახლდათ მთავარი ფრაზა, რაც ტედიმ 21 წლის ქართველს უთხრა.

შეგახსენებთ, რომ 10 გზის მსოფლიო ჩემპიონმა ტედიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა ისტორიაში პირველი ძიუდოისტი, რომელსაც ზედიზედ 4 ოლიმპიადაზე ასეთი მონაგარი აქვს დაგროვებული - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო.

რაც შეეხება ბექაურს, იგი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელერი დაამარცხა.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები