რეკლამა

რუსი ბეჭებზე გაკრულია! - თუშიშვილი ფინალშია და ოლიმპიურ ოქროს შეუტევს (ვიდეო)

რუსი ბეჭებზე გაკრულია! - თუშიშვილი ფინალშია და ოლიმპიურ ოქროს შეუტევს (ვიდეო)
30-07-2021, 13:07
1 224

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს საქართველოს ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი.

+100კგ წონითი კატეგორიის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა ტამირლან ბაშაევი დააიპონა, ფინალში გასვლა მოახერხა და ვერცხლის მედალი უკვე გაინაღდა.

შეგახსენებთ, რუსმა ბაშაევმა 1/4 ფინალში ლეგენდარული ტედი რინერი ყველასთვის მოულოდნელად დაამარცხა, თუმცა ქართველის დამსახურებით დღეს მისი მაქსიმუმი ბრინჯაოს მედალი იქნება.

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, ის ფინალში შრპალეკს დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები