მამუკელაშვილი NBA-ს ჩემპიონ გუნდში ითამაშებს

მამუკელაშვილი NBA-ს ჩემპიონ გუნდში ითამაშებს
30-07-2021, 12:00
76

საქართველოს ამიერიდან ნაციონალურ კალათბურთის ასოციაციაში 2 მოთამაშე ეყოლება. გოგა ბითაძის შემდეგ, ლიგაში ფეხს სანდრო მამუკელაშვილიც შედგამს.

ქართველო მძიმე ფორვარდი NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელია. ცნობისთვის, სანდრო "ინდიანა" პეისერსმა 54-ე პიკად აირჩია, თუმცა მალევე მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი კოლეჯების ლიგაში "სეტონ ჰოლის" რიგებს 4 წლის განმავლობაში იცავდა, ამიერიდან კი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში იასპარეზებს.

ქართველი მძიმე ფორვარდი გასულ სეზონში "პირატების" მაისურით 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას და 3.2 შედეგიან გადაცემას ასრულებდა.

FACEBOOK კომენტარები