გურამ თუშიშვილის სტატისტიკა ბაშაევთან, რამდენჯერ მოუგო ქართველმა რუსს

გურამ თუშიშვილის სტატისტიკა ბაშაევთან, რამდენჯერ მოუგო ქართველმა რუსს
30-07-2021, 10:48

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი გურამ თუშიშვილი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ნახევარფინალშია გასული.

თუშიშვილმა პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი ტაჯიკი თემურ რახიმოვი დაამარცხა. ქართველმა მეტოქეს ორი ვაზარი მოუპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გურამმა ბრაზილიელ ფალავან რაფაელ სილვას დამატებით დროში, შიდოებით აჯობა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იქნება, რომელმაც დაუმარცხებელ ტედი რინერს სძლია.

ცნობისთვის, ამ დრომდე ეს 2 ფალავანი (თუშიშვილი და ბაშაევი) ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, ქართველის ბალანსი კი სიმშვიდის გარანტი ნამდვილად არ არის. გურამი რუს ძიუდოისტს 6-ჯერ დაუპირისპირდა, 2-ჯერ დაამარცხა, ხოლო 4-ჯერ კი დამარცხდა.

ცნობისთვის, ფინალური ბლოკი 12:00 საათზე აიღებს სათავეს.

FACEBOOK კომენტარები