"სწორედ ამიტომ ხარ ლეგენდა" - რა განაცხადა ვარლამმა, რამაც ჟურნალისტი გააოცა

"სწორედ ამიტომ ხარ ლეგენდა" - რა განაცხადა ვარლამმა, რამაც ჟურნალისტი გააოცა
28-07-2021, 00:51
9 366

როგორც მოგეხსენებათ, ივნისში ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წარმატების მიღწევის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა მედიასთან მრავალ საკითხზე ისაუბრა.

ჟურნალისტი: "ვარლამ, გილოცავ მეექვსე მედლის მოპოვებას, რას გრძნობ ახლა?"

"მე ვცდილობდი, რომ ოქროს მედალი ამეღო, მაგრამ ეს ჩემთვის მომზადებაა ოლიმპიური თამაშებისთვის, რადგან ის 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს ჩემთვის კარგი მოტივაციაა. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვცდი ბედს. თუ კარგად ვიქნები და ტრავმა არ მექნება, არასდროს გავჩერდები. მე მოგება მინდა".

ვარლამის ამ სიტყვებს ჟურნალისტმა ასე უპასუხა: "სწორედ ამიტომ ხარ ლეგენდა".

ქართველი ძიუდოისტმა ჟურნალისტთან ასევე ლაშა შავდათუაშვილის წარმატების შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: "ტურნირის სტარტზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ხალხი ამით ამაყობს, გვითხარით რამე ამ მომენტის შესახებ. რა მნიშვნელობა აქვს ამას ქართული ძიუდოსთვის?"

ვარლამმა ამ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: "სწორედ ამიტომ არის ის ლეგენდა. ვულოცავ მას კიდევ ერთხელ, ვულოცავ ყველა ქართველს, რომელიც ლაშას ქომაგობდა, ვულოცავ მის ოჯახს.

მან ყველაფერი გაიღო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, ხოლო ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი აქ. ლაშა საქართველოში პირველი ძიუდოისტია. მას სამი ტიტული აქვს. ქართული ძიუდო ამით ბედნიერია. ვფიქრობ, რომ ბევრი ათლეტი გააგრძელებს ამ ტრადიციას, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს".

FACEBOOK კომენტარები