თანხა, რომელიც შავდათუაშვილმა გამოიმუშავა. სოლიდური პრემია

თანხა, რომელიც შავდათუაშვილმა გამოიმუშავა. სოლიდური პრემია
26-07-2021, 20:47
8 385

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიგო და საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი მოიპოვა.

29 წლის სპორტსმენმა ფინალური ბლოკისკენ მიმავალ გზაზე ფრანგი, ჯიბუტელი და კანადელი მოწინააღმდეგეები ჩამოიშორა. ნახევარფინალში მან კორეელი ჩანგრიმ ანი დაჯაბნა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ შოჰეი ონოსთან ვერას გახდა.

მიუხედავად საფინალო გულდაწყვეტისა, ყველას შესანიშნავად მოგვეხსენება, რომ ოლიმპიური მედალი უდიდესი გამარჯვება და სპორტსმენის ცხოვრებაში ამაზე დიადი მომენტი იშვიათად თუ დგება.

გარდა წმინდა სპორტული მნიშვნელობისა, ოლიმპიადაზე წარმატება ფინანსურ მოგებასაც ნიშნავს. მაგალითისთვის, თუ ლაშას შემთხვევას ავიღებთ, ფინალში გასვლისთვის მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან 14 ათასი დოლარი გადაეცემა.

ამასთან ერთად, შავდათუაშვილი თანხას სახელმწიფოსგან მიიღებს, რაც დაახლოებით 102 800 ლარი იქნება.

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები