ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი საკაცით იყო – სწორედ ასეთ დროს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა – ლაშა ტალახაძის გულშემატკივარი ემოციურ ისტორიას იხსენებს

ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი საკაცით იყო – სწორედ ასეთ დროს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა – ლაშა ტალახაძის გულშემატკივარი ემოციურ ისტორიას იხსენებს
24-07-2021, 14:55
3 565

ტოკიოში, ლაშა ტალახაძის ოთახის ფოტოების გავრცელებას, სადაც ხატები იყო განთავსებული, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სურათის გამო ოლიმპიური ჩემპიონი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბულინგის მსხვერპლიც გახდა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ლაშა ტალახაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

„როცა ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თოდუას კლინიკაში სხივურ თერაპიაზე დავდიოდი. კლინიკაში დიდი ეკრანი გვქონდა და თვალს ვადევნებდით ოლიმპიადას, იმ დღეს ლაშას გამოსვლას ველოდებოდით ყველა იქ მყოფი და იცით როგორი ადამიანებიც იყვნენ ჩვენს შორის? აი, რომ იციან დღეს თუ ხვალ აღარ იქნებიან, ზოგი ვერ ლაპარაკობდა, ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი კი საკაცით იყო, იქ ყველა კიბოს ვებრძოდით და ამით სიკვდილსაც ვუცხადებდით ომს და სწორედ ასეთ დროს, ასეთ ადამიანებს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა, არავინ არ შევდიოდით სხივური თერაპიის კაბინეტში, არადა იქამდე უზარმაზარ რიგში ვიყავით და მხოლოდ ამ ადამიანმა შეძლო სიკვდილის შიში გვერდზე გადაგვედო და მის გამარჯვებას დავლოდებოდით და აი, ლაშამ მოიპოვა ეს გამარჯვება, ვერ აგიღწერთ იქ რა ხდებოდა, ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით და ვინ იცის, იქნებ ლაშას გამარჯვება ზოგი მათგანისთვის, ბოლო დიდი სიხარული იყო..

მის მერეც ბევრჯერ გაგვაოცა და გაგვახარა ლაშამ, ბევრი ქვეყანა ისურვებდა, რომ ის მათი ყოფილიყო და ძალიან გული დამწყვიტა გუშინდელმა ბულინგმა ხატების რაოდენობის გამო. კი, ბევრისთვის შესაძლოა სასაცილო იყო მართლაც, მაგრამ ამის გამო ამ დიდ კაცს დასცინო და კედელ-კედელ ათრიო, არ მესმის, არაფერში არ ჯდება ეს.

ლაშამ მთელ ერს იმხელა სიხარული და გამარჯვება მოუტანა, სულ რომ დასაკეცი მამაო და ეკლესია ედოს გულის ჯიბეში, სულ რომ “კრენტილები” დაკიდოს კედელზე, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო“,- წერს მარიამ ბობოხია სოციალლურ ქსელში.

FACEBOOK კომენტარები