"ბარსა" სეტიენისთვის გადახდას არ აპირებს

"ბარსა" სეტიენისთვის გადახდას არ აპირებს
24-01-2021, 14:47
294

"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა, კიკე სეტიენმა გუშინწინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბს მისთვის საკომპენსაციო თანხა ჯერ კიდევ არ გადაუხდია.

Cadena Ser იტყობინება, რომ "ბლაუგრანაში" აქვთ კონკრეტული არგუმენტები, რის გამოც არაფრის გადახდას აპირებენ და თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, ამას სასამართლოზეც წარმოადგენენ.

წყაროს თანახმად, საგანგებო წერილში კატალონიელები წერენ, რომ კიკეს "ბარსას" გაწვრთნისთვის საჭირო კომპეტენცია არ გააჩნდა და სავარჯიშო სესიებს მისი ასისტენტი, ედერ სარაბია ატარებდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" გამოცდილ სპეციალისტს ისიც შეახსენეს, რომ მის ხელში გუნდმა "ბაიერნთან" ისტორიული სირცხვილი განიცადა, რომ არაფერი ვთქვათ ლა ლიგისა და კოპა დელ რეის დათმობაზე.

Cadena Ser-ის თანახმად, საქმე უდიდესი ალბათობით სასამართლომდე მივა.

FACEBOOK კომენტარები