“ლოქდაუნის” სურვილი არ გვაქვს, თუმცა...", - ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

“ლოქდაუნის” სურვილი არ გვაქვს, თუმცა...", - ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს
18-07-2021, 00:12
1 045

“ლოქდაუნის” სურვილი არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომლებიც დღითი დღე არის მზარდი, ამ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“მნიშვნელოვანი არის კერძო სექტორის ჩართულობა და იმ რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება, რომელიც მიწოდებული აქვს კერძო სექტორს. სწორედ, ეს რეგულაციბი განაპირობებს იმას, შემოდგომაზე ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას”,- განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე გამოცხადდება თუ არა საქართველოში “ლოკდაუნი” შემოდგომამდე, ტიკარაძე პასუხობს, რომ ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.


FACEBOOK კომენტარები