ცნობილია - რატომ იყო მესი მინაზე გაბრაზებული


ცნობილია - რატომ იყო მესი მინაზე გაბრაზებული
10-07-2021, 13:37
85

მანამ, სანამ არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში გააღწევდა, "ალბისელესტემ" მძიმე ნახევარფინალი გამოიარა, სადაც კოლუმბიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

პენალტების სერიისას ყურადღება მიიქცია "თეთრ-ცისფრების" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, რომელიც კოლუმბიელთა ცენტრალური მცველის, იერი მინასადმი აგრესიულად გახლდათ განწყობილი.

"ახლა იცეკვე, მიდი, ახლა იცეკვე!" - ამ სიტყვებს უყვიროდა ლეო მინას მას შემდეგ, რაც ახალგაზრდამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

ბევრს გაუკვირდა, თუ რატომ გახლდათ ასე გაბრაზებული "ლა პულგა" იერიზე, რომელიც ერთ დროს მისი თანაგუნდელიც გახლდათ.

ტვიტერის მომხმარებელმა @infofcb-მ შეამჩნია, რომ მატჩის მიმდინარეობისას, როცა მთავარ არბიტრს შეხვედრის შეჩერების სასტვენი ჰქონდა მიცემული, მინამ მესის დაზიანებულ ფეხზე ჩაარტყა.

როგორც ჩანს, მესის ეს არ დავიწყებია და თავისი ბრაზი პენალტების სერიაშიც გამოხატა.


FACEBOOK კომენტარები