როგორი იქნება "ბარსას" შემტევი ტრიო - რა მოიფიქრა კუმანმა

როგორი იქნება "ბარსას" შემტევი ტრიო - რა მოიფიქრა კუმანმა
10-07-2021, 13:28
886

სულ რამდენიმე დღეში "ბარსელონასთვის" პრესეზონი დაიწყება, ამიტომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი საქმეებშია ჩაფლული.

თუ Cat.Radio-ს დავუჯერებთ, ნიდერლანდელ სპეციალისტს უკვე ნაფიქრი აქვს იმაზეც, თუ როგორი უნდა იყოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემტევი სამეული მომავალ სეზონში. იგი ასე გამოიყურება:

დეპაი - აგუერო - მესი

წყაროს თანახმად, სოლიდურ სათამაშო დროს მიიღებს ანსუ ფატიც, თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წავა მისი რეაბილიტაციის პროცესი.

რაც შეეხება ანტუან გრიზმანი, Cat.Radio, სხვა გამოცემების მსგავსად, ფრანგ თავდამსხმელს "კამპ ნოუდან" აბარგების მთავარ კანდიდატად მიიჩნევს.

FACEBOOK კომენტარები