"ბარსელონა" და "ატლეტიკო" გრიზმანი-საულის გაცვლას განიხილავენ

"ბარსელონა" და "ატლეტიკო" გრიზმანი-საულის გაცვლას განიხილავენ
10-07-2021, 13:27
524

"ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანისა და საულის გაცვლას განიხილავენ, - იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკება ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა მხარეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" თავკაცს, რონალდ კუმანს გუნდში box-to-box ტიპის ნახევარმცველის ხილვა სურს, საული კი სწორედ ამ კატეგორიიდანაა.

"როხიბლანკოს" დატოვება თავად ესპანელსაც სურს. მისით "ლივერპულიცაა" დაინტერესებული, თუმცა "ინდიელები" მერსესაიდელთა მიერ შემოთავაზებული 40 მილიონი ევროთი არ კმაყოფილდებიან.

გასულ სეზონში საულმა "ატლეტიკოში" 41 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლსა და 1 ასისტს მოუყარა.

რაც შეეხება გრიზმანს, ის, რომ მისი "კამპ ნოუდან" აბარგება გადაწყვეტილია, ყოველდღე უფრო აშკარა ხდება. ფრანგი თავდამსხმელის ოჯახს მადრიდში სურს დაბრუნება, ამიტომ მისი კვლავ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ხილვა გამორიცხული ნამდვილად არაა.

FACEBOOK კომენტარები