ვიერი: "დონარუმას საიდუმლო სწორედ ესაა"

ვიერი: "დონარუმას საიდუმლო სწორედ ესაა"
10-07-2021, 13:26
715

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ, რომელიც ევრო 2020-ზე შესანიშნავად ასპარეზობს, კომენტარი გააკეთა და მისი სუპერძალის საიდუმლო ამოხსნა:

"ახლა დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ეს მხლოდო 22 წლის ასაკში. იტალიის ნაკრების გოლკიპერი უბრალოდ საოცრად თამაშობს".

"მისი სუპერძალის საიდუმლო? დიდა! მას "მილანში" დიდია ავარჯიშებდა, რომელიც თითქმის 10 წელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი".

"როსონერის" აღზრდილმა ყველაფერი საუკეთესო სწორედ დიდასგან და ბუფონისგან აიღო".

როგორც იცით, დონარუმა მალე "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდება და ახალ გუნდში ჯიჯოს ხელფასი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება."მილანიდან" მისი წასვლის მიზეზიც სწორედ ესაა, ის გუნდს 10 მილიონიან ხელფასს სთხოვდა, "როსონერი" კი მხოლოდ 7.5-ს სთავაზობდა.

FACEBOOK კომენტარები