კალაბრიას პირველი კომენტარი "მილანთან" გახანგრძლივების შემდეგ

კალაბრიას პირველი კომენტარი "მილანთან" გახანგრძლივების შემდეგ
10-07-2021, 13:25
31

როგორც იცით, დევიდე კალაბრიამ "მილანთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

ამის შემდეგ პირველი კომენტარი Milan TV-სთან გააკეთა:

"მილანის" მაისური ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილია, ამ ჩემი მეორე ოჯახია, სახლი სადაც გავიზარდე და უკვე 15 წელი გავატარე".

"როსონერიში" გატარებული ყოველი წუთი უძვირფასესია და ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებისას უთანხმოება არასდროს შეგვქმნია".

"ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის"მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო, რომელიც ძალიან მალე ამიხდება. ახალი სეზნობის დაწყებას მოუთმენლად ველოდები".

"ახლა კი ახალი მიზნები უნდა დავისახოთ და იმედი მაქვს, რომ "სან სიროზე" ქომაგებს, რომელთა გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდით, არაერთ დაუვიწყარ წუთს ვაჩუქებთ".

FACEBOOK კომენტარები