ხაბიბი ინგლისის ნაკრების ფინალში გასვლას გამოეხმაურა

ხაბიბი ინგლისის ნაკრების ფინალში გასვლას გამოეხმაურა
8-07-2021, 14:03
165

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაში გაინაღდა. "სამმა ლომმა" კონტინენტის პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე დანიის ნაკრებს დაძაბულ მატჩში 2:1 სძლია.

ინგლისის ნაკრების ფინალში გასვლას გამოეხმაურა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"იმედია, ჩემი პოსტი არ დაგივიწყებიათ. ინგლისის ნაკრებს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს იმიტომ, რომ იქ კორუფციის ნაცვლად ფეხბურთი ყვავის.

რაც შეეხება გარეთ საუთგეითს, მან ინგლისის ნაკრებს ვალი დაუბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის რანგში ინგლისი ფინალში ვერ გაიყვანა, მან ეს მწვრთნელის ამპლუაში შეძლო", - განაცხადა ნურმაგამედოვმა.

FACEBOOK კომენტარები