ხოჭოლავა კოპენჰაგენის ფეხბურთელი გახდა

ხოჭოლავა კოპენჰაგენის ფეხბურთელი გახდა
6-07-2021, 12:59
187

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარს" დატოვებს და კარიერას დანიურ "კოპენჰაგენში" გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი დანიურ გუნდთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, უკრაინელები კი ქართველი მოთამაშის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებენ.

ხოჭოლავა "შახტარის" ღირსებას 2017 წლიდან იცავდა, რა დროის განმავლობაშიც ქართველმა გუნდის მაისური 56-ჯერ მოირგო. მანამდე, დავითი "ოდესას" რიგებში ეწერებოდა.

გავრცელებული ცნობით, ხოჭოლავას დამატებას სხვა გუნდებიც ცდილობდნენ, თუმცა "კოპენჰაგენმა" ყველას აჯობა.

FACEBOOK კომენტარები