ჩაკვეტაძე ტრაბზონში გადასვლასთან ახლოს იყო

ჩაკვეტაძე ტრაბზონში გადასვლასთან ახლოს იყო
4-07-2021, 23:46
291

თურქულმა Ajansspor-მა გვამცნო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე "ტრაბზონთან" გადაბარგებასთან ძალიან ახლოს ყოფილა.

ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა, ახლა კი ჟურნალისტმა "ტრაბზონის" თავკაცს, აბდულა ავჯის დაუსვა კითხვა, რაზეც პასუხად ის მიიღო, რომ ტრაბზონელებმა "გენტს" წინადადებითაც მიმართეს, მაგრამ "გენტმა" ჩაკვეს გაყიდვაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ პრესეზონზე სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში. მან უკვე ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, როტერდამის "ფეინოორდის" წინააღმდეგ.

21 წლის ქართველმა გასულ სეზონში სულ 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და ერთხელ გუნდს პენალტი მოუპოვა. სწორედ ამ ეპიზოდში მიიღო ჩაკვეტაძემ ის ტრავმა, რომელსაც მან სეზონი პრაქტიკულად გამოატოვებინა.

FACEBOOK კომენტარები