არტეტამ ობამეიანგის პრობლემების შესახებ ისაუბრა

24-01-2021, 13:17
267
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, მიკელ არტეტა "FA Cup-ის" მე-4 რაუნდში, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:
"რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ტიტულის დაცვა და მისი განმეორებით მოგება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ამაზე ფიქრის უფლება ახლა აღარ გვაქვს, ჩვენი მიზანი ახლა პრემიერ ლიგის ცხრილის 4-ეულში შესვლაა."
"რატომ არ ითამაშა ობამეიანგმა ? მას პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემა."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, "საუთჰემპტონის" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.
FACEBOOK კომენტარები