რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლით

29-06-2021, 12:47
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონში უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე ენდი მარის დაუპირისპირდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ, დაძაბულ ბრძოლაში ნიკოლოზი დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილმა მესამე სეტში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მარის ზედიზედ 7 თამაში მოუგო.
აღსანიშნავია, რომ უიმლდონზე გამოსვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 48 000 გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.
FACEBOOK კომენტარები